ზაზა თავაძე

ზაზა თავაძე

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრი

დაბადების თარიღი: 09.02.1975

2021 წლის დეკემბრიდან დღემდე თბილისის საკრებულოს მოქმედი დეპუტატი, ფრაქცია ,,თბილისი საქართველოსთვის” ფრაქციის თავმჯდომარე.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე

დაიბადა 1975 წლის 9 თებერვალს ზესტაფონში.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე (2010-2016 წელი)

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი (2010 წლის მარტიდან, უფლებამოსილების განხორციელებას შეუდგა ფიცის დადების მომენტიდან - 2010 წლის 15 ივნისიდან )

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრი

სხვა აქტივობა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში:

შავი ზღვის და ბალტიისპირეთის რეგიონების ქვეყნების კონსტიტუციური მართლმსაჯულების ასოციაციის (BBCJ) თავმჯდომარე (2018 წლის იანვრიდან 2019 წლის იანვრამდე);

სამართლის ჟურნალის სარედაქციო საბჭოს თავმჯდომარე (2018-2020 წელი);

ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების კონფერენციის თავმჯდომარე (2016-2017 წელი).

აკადემიური თანამდებობა:

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის პროფესორი.

საქმიანობა საჯარო დაწესებულებაში:

საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე (2008-2010 წელი);

საქართველოს გენერალური პროკურატურის საკადრო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი (2007-2008 წელი);

საქართველოს გენერალური პროკურატურის საკადრო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე (2004-2007 წელი);

საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს პარლამენტთან ურთიერთობისა და კანონშემოქმედებითი საქმიანობის სამსახურის უფროსი (2004 წელი);

თანამდებობის პირთა ქონებრივი და საფინანსო მდგომარეობის საინფორმაციო ბიუროს სამართლებრივ საკითხთა სექტორის წამყვანი სპეციალისტი (2000-2004 წელი);

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებთან მუშაობის იმერეთის რეგიონალური განყოფილების მრჩეველი (1999-2000 წელი);

ზესტაფონის რაიონის საკრებულოს და გამგეობის აპარატის იურისტი, საორგანიზაციო განყოფილების უფროსი (1999 წელი).

განათლება:

ვიურცბურგის იულიუს-მაქსიმილიანეს უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტი საჯარო სამართალში (2019 წლიდან დღემდე)

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დოქტორანტურა (სადისერტაციო თემა - წინასწარი საკონსტიტუციო კონტროლის არსი, მისი სისტემური მახასიათებლები და განვითარებს პერპექტივები საქართველოში, 2017 წელი);

თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტი, სპეციალიზაცია - საერთაშორისო ბიზნესის ადმინისტრირება. მაგისტრის აკადემიური ხარისხი ბიზნესის მართვის დარგში (სამაგისტრო ნაშრომი - ტექნოლოგიებით საერთაშორისო ვაჭრობა და მისი სამართლებრივი ასპექტები, 2008-2010 წელი)

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის გერმანულენოვანი მაგისტრატურა (2001-2002 წელი)

ღია ჰუმანიტარული ინსტიტუტის იურიდიული ფაკულტეტი, სპეციალიზაცია - სამართალმცოდნეობა, კვალიფიკაცია იურისტი, მაგისტრის აკადემიური ხარისხი სამართლის დარგში (საკვალიფიკაციო ნაშრომი - არასრულწლოვანთა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, 1996 წელი);

ზესტაფონის რაიონის სოფელ ზედა საქარის ილია აბულაძის სახელობის საშუალო სკოლა (1992 წელი)

სხვა აქტივობა განათლების მიმართულებით:

EC - თბილისის პოლიტიკურ სწავლებათა სკოლა (საქართველო, თბილისი-საფრანგეთი, სტრასბურგი 2007-2008 წელი).

უცხო ენა:

რუსული, ინგლისური, გერმანული

ჯილდო:

ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი - 2013 წლის 15 ოქტომბრის განკარგულება.

პროფილებიპროფილები