სერგო ჩიხლაძე

სერგო ჩიხლაძე

ყოფილი დეპუტატი

დაბადების თარიღი: 08.01.1976

განათლება:

2000 - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, ზოგადი პროფილის ექიმი (თბილისი, საქართველო)

2004 - რუსეთის მედიცინის მეცნიერებათა აკადემია, მედიცინის დოქტორი (მოსკოვი, რუსეთის ფედერაცია)

2013- აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის ჰ.ჰ. ჰამფრის პროგრამის სტიპენდიანტი (აშშ)

2014 -ნიუ ორლეანის ტულენის უნივერსიტეტი, ჯანდაცვის პოლიტიკა და მართვა (ნიუ ორლეანი, ლუიზიანა, აშშ)

სამუშაო გამოცდილება:

2000-2004 - მოსკოვის ბაკულევის სახელობის გულ-სისხლძართვთა ცენტრის ასპირანტურა (მოსკოვი, რუსეთის ფედერაცია)

2005-2009 - ქართულ-ამერიკული აკრედიტებული სამედიცინო კოლეჯი “ჯი-ბი-თი“. დეკანი (თბილისი, საქართველო)

2009 წლიდან - აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში (ჩრ. მაკედონია, ბელორუსი, უკრაინა, ყირგიზეთი, სომხეთი, ესტონეთი) კერძო ექსპერტული საქმიანობა შემდეგი მიმართულებებით: ელექტრონული ჯანდაცვა, პირველადი ჯანდაცვა, ჯანდაცვის და სოციალური კვლევების დიზაინი და ანალიზი, პროგრამების შეფასება, ორგანიზაციული განვითარება და სხვ.

2011-2013 - საინფორმაციო სამედიცინო-ფსიქოლოგიური ცენტრი „თანადგომა“. გამგეობის თავმჯდომარე.

2014 - University Research Co., LLC –URC (ბეთესდა, მერილენდი, აშშ). დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში ჯანდაცვის ხარისხის გაუმჯობესების საკითხების კვლევა.

2014-2020 - საინფორმაციო სამედიცინო-ფსიქოლოგიური ცენტრი „თანადგომა“. პროგრამების მენეჯერი.

2014-2015 - გაეროს განვითარების პროგრამა. აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება და რეგიონული დიალოგის ხელშეწყობა. საერთაშორისო კონსულტანტი.

2015 - შიდსთან, მალარიასთან და ტუბერკულოზთან ბრძოლის გლობალური ფონდის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის განყოფილება. საერთაშორისო კონსულტანტი ორგანიზაციის მართვის ანალიზის კუთხით.

2018 - ავტორი და თანაწამყვანი. რადიო „კომერსანტი“, გადაცემა „სოციალური ჭრილი“.

2017-2019 - ინოვაციებისა და განვითარების ფონდი (კიევი, უკრაინა). უკრაინის ჯანდაცვის რეფორმებზე მომუშავე ჯგუფის ხელმძღვანელი.

2019 წლიდან - ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრისა (EPRC) და USAID-ის დემოკრატიული მმართველობის ინიციატივის (GGI) ერთობლივი პლატფორმა. ჯანდაცვის და სოციალური საკითხებზე მომუშავე ექსპერტთა სამუშაო ჯგუფის წევრი.

2020 წლიდან - საქართველოს სტრატეგიული განვითარების ცენტრთან არსებული ჯანდაცვის და სოციალური პოლიტიკის კვლევების ცენტრის დირექტორი.

2020 წლიდან - პოლიტიკური პარტიის „სტრატეგია აღმაშენებელი“ პოლიტიკური საბჭოს წევრი.

2021 წლიდან - საპარლამენტო ფრაქცია „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის“ აპარატის უფროსი.

სერგო ჩიხლაძეს მიღებული აქვს სახელობითი სიგელები აშშ-ის პრეზიდენტისა და სახელმწიფო მდივნისაგან. ის არის ადგილობრივი და საერთაშორისო სამეცნიერო და პროფესიული ასოციაციების წევრი, როგორიცაა, ამერიკის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ასოციაცია, ნიუ იორკის მეცნიერებათა აკადემია, პროექტების მართვის ინსტიტუტი, შიდსის ასოციაცია და სხვ.

პროფილებიპროფილები