30.08.2026 / 10:57

ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზაზე ჩამოსული მიწის მასის გამო ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზაზე ჩამოსული მიწის მასის გამო ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის გარკვეულ მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის თანახმად, მიზეზი ძლიერი წვიმის შედეგად ჩამოსული მიწა გახდა.

კერძოდ, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის 96-ე კმ-ზე (სოფელ გიორგიწმინდას შემდეგ), ძლიერი ნალექის შედეგად ჩამოსული მიწის მასის გამო, დროებით, შესაბამისი ღონისძიებების გატარებამდე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.