29.08.2026 / 09:46

მედია - ნეპალში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 600-ს გადააჭარბა

მედია - ნეპალში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 600-ს გადააჭარბა

ნეპალში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 600-ს გადააჭარბა, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

ნეპალის პოლიციის ცნობით, 26 აგვისტოს მომხდარი სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 616-ს აღწევს, ხოლო 1924 ადამიანი დაკარგულად ითვლება.

დაკარგულებს შორის, სულ მცირე, 517 ადამიანი უცხოელია.

ჩინური მედიის ინფორმაციით, ტიბეტში სტიქიამ 7 ადამიანი იმსხვერპლა, ხოლო მაშველები 554 ადამიანს ეძებენ.

ნეპალის ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, წყალდიდობის უზარმაზარი ტალღა მთებში მყინვარის ჩამონგრევამ გამოიწვია. ტალღამ სახლები და გზები დაანგრია და ნეპალ-ტიბეტის სასაზღვრო მნიშვნელოვანი გადასასვლელი გაანადგურა.