28.08.2026 / 12:04

აბას არაღჩი - დიპლომატიის სწორ გზაზე დაბრუნება შეუძლებელი არაა, ამისთვის ვაშინგტონმა უნდა გააცნობიეროს, რომ ზეწოლა არ მუშაობს - აშშ-მა უნდა მოიპოვოს ნდობა, პატივისცემით ისაუბროს, აღიაროს ჩვენი უფლებები და შეასრულოს ვალდებულებები

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, აბას არაღჩი, შეერთებულ შტატებს ნდობის მოპოვებისკენ, პატივისცემით საუბრისკენ, ირანის უფლებების აღიარებისა და ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდებს.

„აშშ-მა უნდა მოიპოვოს ნდობა, პატივისცემით ისაუბროს, აღიაროს ჩვენი უფლებები და შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები“, - დაწერა არაღჩიმ X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში.

მისივე ინფორმაციით, კატარის საგარეო საქმეთა მინისტრს, შეიხ მუჰამედ ბინ აბდულრაჰმან ბინ ჯასიმ ალ თანის შეხვდა.

„ნაყოფიერი დისკუსიები მქონდა კატარის პრემიერ-მინისტრთან/ საგარეო საქმეთა მინისტრთან. დიპლომატიის სწორ გზაზე დაბრუნება შეუძლებელი არ არის. ამისთვის აშშ-მა ერთი მარტივი ფაქტი უნდა გააცნობიეროს: ზეწოლა არ მუშაობს“, - დაწერა არაღჩიმ.