28.08.2026 / 08:42

დღეს მარიამობაა

დღეს მარიამობაა

დღეს მართლმადიდებელი სამყარო ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს, მარიამობას აღნიშნავს.

მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ტაძრებში წირვა აღევლინება.

ქრისტიანულ სამყაროში ყოვლადწმიდა სამების შემდეგ ღვთისმშობელი მარიამი იდიდება. უდიდეს ათორმეტ დღესასწაულთაგან სამი - ღვთისმშობლის შობა, მიძინება და ყოვლადწმიდა მარიამის ტაძრად მიყვანება უშუალოდ ღვთისმშობლისადმია მიძღვნილი. მარიამობას წინ უძღვის ორკვირიანი მარხვა.