27.08.2026 / 17:27

რატკო მლადიჩი, რომელსაც გენოციდისთვის სამუდამო პატიმრობა ჰქონდა მისჯილი, 84 წლის ასაკში გარდაიცვალა

რატკო მლადიჩი, რომელსაც გენოციდისთვის სამუდამო პატიმრობა ჰქონდა მისჯილი, 84 წლის ასაკში გარდაიცვალა

გენოციდისთვის გასამართლებული, ბოსნიელი სერბების არმიის ყოფილი მთავარსარდალი რატკო მლადიჩი 84 წლის ასაკში გარდაიცვალა, - ინფორმაციას Reuters-ი სერბულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

რატკო მლადიჩი ჰააგაში, გაერო-ს დაკავების ცენტრში ინსულტის გადატანის შემდეგ გარდაიცვალა.

მლადიჩი, რომელიც ცნობილი იყო როგორც „ბოსნიის ყასაბი“, 1992-1995 წლების ბოსნიის ომის დროს კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების, გენოციდისა და სხვა სამხედრო დანაშაულებისთვის სამუდამო პატიმრობას იხდიდა.

ჰააგის ტრიბუნალმა რატკო მლადიჩს განაჩენი 2017 წელს გამოუტანა.