27.08.2026 / 13:49

მედია - ნიკოლ ფაშინიანმა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია და რუსეთი უსაფრთხოების სფეროში ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობაში დაადანაშაულა

მედია - ნიკოლ ფაშინიანმა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია და რუსეთი უსაფრთხოების სფეროში ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობაში დაადანაშაულა

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია და რუსეთი უსაფრთხოების სფეროში ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობაში დაადანაშაულა, - ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დღეს გამართულ ბრიფინგზე ფაშინიანს ჰკითხეს, რა არის ცვლილების მიზეზი სომხეთის მთავრობის 2026-31 წლების პროგრამაში სომხეთ-რუსეთის ურთიერთობების ფორმულირებაში, რომელსაც სიტყვა „სტრატეგიული“ აკლია.

კითხვაზე პასუხის გაცემისას ფაშინიანმა სომხეთ-აზერბაიჯანის 2022 წლის სექტემბრის კონფლიქტი გაიხსენა და განაცხადა:

„იკითხავთ, რატომ არ შეასრულეს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციამ და რუსეთმა უსაფრთხოების სფეროში ნაკისრი ვალდებულებები. რა უნდა გიპასუხოთ?“.