27.08.2026 / 12:27

კატარის პრემიერ-მინისტრი ირანს ეწვევა

კატარის პრემიერ-მინისტრი ირანს ეწვევა

კატარის პრემიერ-მინისტრი შეიხ მოჰამედ ბინ აბდულრაჰმან ალ-თანი ირანს ეწვევა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, კატარის პრემიერ-მინისტრი თეირანში დღეს ჩავა.

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ესმაილ ბაღაიმ განაცხადა, რომ თეირანში ვიზიტის ფარგლებში აბდულრაჰმან ალ-თანი აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებებში კატარის, როგორც შუამავლის, ძალისხმევის საკითხებს განიხილავს.

ასევე, მხარეები ჰორმუზის სრუტეში თავისუფალი საზღვაო მიმოსვლის აღდგენის საკითხზე ისაუბრებენ.