27.08.2026 / 11:23

რუსეთში Ozon-ის საწყობებზე დრონებით თავდასხმები განხორციელდა

რუსეთში Ozon-ის საწყობებზე დრონებით თავდასხმები განხორციელდა

რუსეთში Ozon-ის საწყობებზე დრონებით თავდასხმები განხორციელდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, კომპანია Ozon-ის ობიექტებზე იერიშები უფასა და ორენბურგში განხორციელდა.

Ozon-ის ცნობით, საწყობებიდან თანამშრომლების ევაკუაცია მოხდა.

წინასწარი ინფორმაციით, დრონებით იერიშების შედეგად არავინ დაშავებულა.

როგორც კომპანიაში აღნიშნეს, უფაში მდებარე ლოჯისტიკურმა კომპლექსმა დროებით მუშაობა შეაჩერა.