26.08.2026 / 12:33

ირანის არმიის მეთაური - ირანი თავდაცვით შესაძლებლობებს აფართოებს

ირანის არმიის მეთაური - ირანი თავდაცვით შესაძლებლობებს აფართოებს

ირანის არმიის საჰაერო თავდაცვის ძალების მეთაურის, ბრიგადის გენერალ ალირეზა ელჰამის განცხადებით, ირანი თავდაცვით შესაძლებლობებს აფართოებს, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

„მესამე თავსმოხვეული ომის დროს ჩვენ მივიღეთ ფასდაუდებელი გამოცდილება, რომელიც სასარგებლო აღმოჩნდა ტაქტიკის, სისტემების წარმოების, მათი განლაგებისა და პოზიციონირების თვალსაზრისით და შესაბამისად, ცვლილებები განვახორციელეთ“, - ალირეზა ელჰამიმ.

მისი თქმით, ამ გამოცდილების საფუძველზე, ირანი „აწარმოებს ახალ სისტემებსა და აღჭურვილობას, რაც მთლიანად ირანულ ცოდნასა და გამოცდილებაზეა დამოკიდებული“.

CNN ორ წყაროზე დაყრდნობით, რომლებიც აშშ-ის დაზვერვის შეფასებებს კარგად იცნობენ, იუწყება, რომ ირანმა მაისში, ექვსკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის პერიოდში, დრონების წარმოების ნაწილი განაახლა და სწრაფად აღადგინა აშშ-ისრაელის თავდასხმების შედეგად დასუსტებული სამხედრო შესაძლებლობები.