
26 აგვისტოს, 14:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებისთვის ბრალდებულის, სუს-ის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება.
26 აგვისტოს, 18:30 საათზე, მცხეთის არქეოლოგიური მუზეუმის მიმდებარედ, გაიმართება პარტია „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს" მცხეთა-მთიანეთის რეგიონული ოფისის პრეზენტაცია და შეხვედრა ადგილობრივ მოსახლეობასთან.
მის: კარიბჭის ქუჩა, მცხეთის არქეოლოგიური მუზეუმი
საკონტაქტო: ანი ხონელიძე - 557 21 23 13