25.08.2026 / 14:29

დიმიტრი პესკოვი - ესკალაციის გამომწვევი განცხადებები ჭარბობს - ფინეთის პრეზიდენტი და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი „ომის პარტიის“ წარმომადგენლები არიან

დიმიტრი პესკოვი - ესკალაციის გამომწვევი განცხადებები ჭარბობს - ფინეთის პრეზიდენტი და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი „ომის პარტიის“ წარმომადგენლები არიან

ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდრ სტუბი და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ენდი ბერნემი „ომის პარტიის“ წარმომადგენლები არიან, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

პესკოვის განცხადებით, ფინეთის პრეზიდენტსა და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს უკრაინაში ომის გაგრძელება სურთ.

„ვხედავთ, რომ ესკალაციის გამომწვევი განცხადებები ჭარბობს. ბატონი სტუბი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან ერთად, „ომის პარტიის“ თვალსაჩინო წარმომადგენელია. მათ, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, მსგავსი სამხედრო განწყობის განცხადებებით თავი გამოიჩინეს“, - აღნიშნა პესკოვმა.

ცნობისთვის, უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს კიევში ვიზიტისას ფინეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ სტუბმა განცხადა, რომ რუსეთის სიღრმეში დარტყმებს მხარს უჭერს.

„ეს რუსეთისთვის ომის ფასს ზრდის“, - აღნიშნა ფინეთის პრეზიდენტმა.