25.08.2026 / 09:56

უკრაინული მედია - დრონებით თავდასხმის შედეგად კრასნოდარის მხარეში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა

უკრაინული მედია - დრონებით თავდასხმის შედეგად კრასნოდარის მხარეში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა

დრონებით თავდასხმის შედეგად კრასნოდარის მხარეში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, დრონებით თავდასხმა აფიპსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე განხორციელდა.

ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე თავდასხმა ადგილობრივმა ხელისუფლებამაც დაადასტურა.

ქარხნის ტერიტორიაზე სასწრაფო დახმარებისა და სახანძრო სამსახურები მუშაობენ.