24.08.2026 / 10:27

კიევში დიდი ბრიტანეთის, ესტონეთის, ლუქსემბურგისა და მოლდოვის სახელმწიფო მეთაურები და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ჩავიდნენ

კიევში დიდი ბრიტანეთის, ესტონეთის, ლუქსემბურგისა და მოლდოვის სახელმწიფო მეთაურები და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ჩავიდნენ

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ენდი ბერნემი კიევში ჩავიდა, - ინფორმაციას უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა ავრცელებს.

ანდრეი სიბიგას ცნობით, უკრაინის დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავის აღსანიშნავად კიევში დიდი ბრიტანეთის, ესტონეთის, ლუქსემბურგისა და მოლდოვის სახელმწიფო და მთავრობის მეთაურები ჩავიდნენ.

კიევში ჩავიდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, ანტონიო კოშტაც.

ანდრეი სიბიგა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ენდი ბერნემს, ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრ ლუკ ფრიდენს, მოლდოვისა და ესტონეთის პრეზიდენტებს, მაია სანდუსა და ალარ კარისს კიევის რკინიგზის სადგურზე დახვდა.

ცნობისთვის, ეს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ, საზღვარგარეთ ენდი ბერნემის პირველი ვიზიტია.