თბილისში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, სამი ადამიანი დაშავდა

თბილისში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, სამი ადამიანი დაშავდა

თბილისში ავტომობილი ამობრუნდა. შემთხვევა აკაკი ბაქრაძის ქუჩაზე მოხდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მსუბუქად დაშავდა სამი პირი, რომლებიც სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276 მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.