ანონსი 24 აგვისტო

ანონსი  24 აგვისტო

24 აგვისტოს, 10:30 საათზე, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში სასკოლო ფორმების ელექტრონული პლატფორმის პრეზენტაცია გაიმართება.

მის: დ. უზნაძის ქუჩა #52 (საკონფერენციო ოთახი - 218)

24 აგვისტოს, 10:45 საათზე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში პარტიის მმართველი საბჭოს წევრი ლაშა ფარულავა, მედიასთან კითხვა-პასუხის ფორმატში, მიმდინარე თემებს უპასუხებს.

მის: ვაჟა ფშაველას 45, „ფორმულას“ შენობა, სართული - 3.

საკონტაქტო: მაკუნა ჟვანია - 599 43 43; 08, ანუკა გაბელია - 551 633 644.

24 აგვისტოს, 11:00 საათზე, გენერალურ პროკურატურაში საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილის ამირან გულუაშვილის ბრიფინგი გაიმართება.

მის: ვახტანგ გორგასლის ქ. #24.

24 აგვისტოს, 11:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებისთვის ბრალდებულის, სუს-ის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება.

24 აგვისტოს 11:00 საათზე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრი ბესო შენგელია ბრიფინგს გამართავს.

თემა: „აფხაზეთში საწვავის გაგზავნის ახალი დეტალები და ივანიშვილის ოჯახის სავარაუდო კავშირები“.

24 აგვისტოს, 12:00 საათზე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში პარტიის მმართველი საბჭოს წევრი ლაშა ფარულავა ბრიფინგს გამართავს.

თემა: „ოცნების“ კორუფციული ინტერესები და ბიზნესზე დაწესებული ხარკი“.

მის: ვაჟა ფშაველას 45, „ფორმულას“ შენობა სართული - 3.

საკონტაქტო: მაკუნა ჟვანია - 599 43 43; 08, ანუკა გაბელია - 551 633 644.