მედია - რუსებმა ზაპოროჟიეს ოლქს ერთ დღეში ათასზე მეტჯერ შეუტიეს - 2 ადამიანი დაიღუპა და 10 დაიჭრა

მედია - რუსებმა ზაპოროჟიეს ოლქს ერთ დღეში ათასზე მეტჯერ შეუტიეს - 2 ადამიანი დაიღუპა და 10 დაიჭრა

რუსეთის მიერ ზაპოროჟიეზე განხორციელებული თავდასხმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და ათი დაიჭრა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ზაპოროჟიეს საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ივან ფედოროვზე დაყრდნობით ავრცელებს.

ფედოროვის თქმით, რუსულმა ძალებმა ოლქის დასახლებულ პუნქტებზე 19 საჰაერო იერიში განახორციელეს.

მისივე ინფორმაციით, ოკუპანტებმა ასევე 717-ჯერ შეუტიეს რეგიონს სხვადასხვა ტიპის უპილოტო საფრენი აპარატებით.

ასევე, რუსულმა ძალებმა შვიდჯერ გამოიყენეს ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები და საარტილერიო დაბომბვა 276-ჯერ განახორციელეს.