„ისთ ფოინთში“ ევაკუაცია გამოცხადდა

სავაჭრო ცენტრ „ისთ ფოინთში“ ევაკუაცია გამოცხადდა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ ადგილიდან განუცხადეს, სავაჭრო ცენტრში მყოფებს მაღაზიების ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს.
"ეს არის ავტომატური შეტყობინება ევაკუაციის შესახებ. გთხოვთ, შეინარჩუნოთ სიმშვიდე და მიბრძანდეთ უახლოეს გასასვლელში. შეასრულეთ პერსონალის მითითებები", - ნათქვამია ხმოვან შეტყობინებაში, რომელიც ადგილზე ისმოდა.
მოგვიანებით, "ინტერპრესნიუსს" სავაჭრო ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, რომ განგაშის შესაბამის ღილაკი შემთხვევით ჩაირთო.



