აშშ-ის საელჩო - ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წევრებს შეუერთდა, რათა გასცნობოდა იმ მნიშვნელოვან საქმიანობას, რომელსაც დამკვირვებლები მშვიდობისა და უსაფრთხოების ხელშეწყობისთვის ეწევიან

აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ემი დიაზი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წევრებს შეუერთდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს.
„აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ემი დიაზი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წევრებს შეუერთდა, რათა პირადად გასცნობოდა იმ მნიშვნელოვან საქმიანობას, რომელსაც დამკვირვებლები საქართველოში მშვიდობისა და უსაფრთხოების ხელშეწყობისთვის ეწევიან, და ენახა, როგორ ინარჩუნებენ ისინი კავშირს კონფლიქტით დაზარალებულ თემებთან“,- ნათქვამია ინფორმაციაში.



