უკრაინული მედია - რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად, ხარკოვის ოლქში 10 ადამიანი დაიღუპა

უკრაინული მედია - რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად, ხარკოვის ოლქში 10 ადამიანი დაიღუპა

რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად, ხარკოვის ოლქში 10 ადამიანი დაიღუპა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა ხარკოვის ოლქში დაბა პეჩენეგს დაარტყეს.

ხარკოვის საოლქო-სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ოლეგ სინეგუბოვის განცხადებით, თავდასხმის შედეგად რვა ადამიანი დაშავდა.

ასევე, სინეგუბოვის ცნობით, სარაკეტო დარტყმის შედეგად კერძო სახლები, კაფე, ფოსტის შენობა, მაღაზია და ავტომობილები დაზიანდა.