ემანუელ მაკრონის განცხადებით, საფრანგეთის სამხედრო პროგრამირების კანონი დღეს გამოქვეყნდება

ემანუელ მაკრონის განცხადებით, საფრანგეთის სამხედრო პროგრამირების კანონი დღეს გამოქვეყნდება

საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის განცხადებით, საფრანგეთის სამხედრო პროგრამირების კანონი დღეს გამოქვეყნდება.

„სამხედრო პროგრამირების კანონი ხვალ გამოქვეყნდება. 2026-2030 წლებში ჩვენი შეიარაღებული ძალების ბიუჯეტი გაორმაგდება და ისინი დამატებით 36 მილიარდი ევროს ოდენობის ინვესტიციებს მიიღებენ“, - აღნიშნა მაკრონმა ორშაბათს.

ემანუელ მაკრონმა გასულ წელს განაცხადა, რომ საფრანგეთში ახალი ნებაყოფლობითი სამხედრო სამსახური 2026 წლიდან ამოქმედდებოდა. ემანუელ მაკრონის ცნობით, ახალ პროგრამაში მონაწილეობის მიღებას 18-19 წლის ახალგაზრდები შეძლებენ. მაკრონმა აღნიშნა, რომ სურს, 2026 წლის ზაფხულში დაგეგმილ წვრთნებში 3 000-მა ახალგაზრდამ მიიღოს მონაწილეობა. გეგმის მიხედვით, მოხალისეების რიცხვი 2030 წლისთვის 10 000-მდე, ხოლო 2035 წლისთვის კი 50 000-მდე უნდა გაიზარდოს. მაკრონმა ასევე განაცხადა, რომ ნებაყოფლობითი სამხედრო სამსახურის დაფინანსებისთვის საფრანგეთის ბიუჯეტიდან 2 მილიარდი ევრო გამოიყოფა.