17.08.2026 / 18:56

Reuters - ირანი ესკალაციისთვის მზად არის, თუ აშშ-სთან დიპლომატია შედეგს არ გამოიღებს

Reuters - ირანი ესკალაციისთვის მზად არის, თუ აშშ-სთან დიპლომატია შედეგს არ გამოიღებს

ირანი ესკალაციისთვის მზად არის, თუ აშშ-სთან დიპლომატია შედეგს არ გამოიღებს, - ინფორმაციას Reuters-ი ირანელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.

ირანელი მაღალჩინოსნის განცხადებით, აშშ-სთან ომის საბოლოოდ დასრულების მიზნით მოლაპარაკებების ჩიხში შესვლის გამო, ირანმა გადაწყვიტა, რომ თავდაცვითი პოლიტიკიდან, „სრულად შეტევით“ პოლიტიკაზე გადავიდეს.

მისი თქმით, აშშ-მა ივნისში გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის პირობები რამდენიმე კვირის ვადაში უნდა განახორციელოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ირანი ჰორმუზის სრუტესა და მთლიანად ახლო აღმოსავლეთის რეგიონში ესკალაციას მიმართავს.

„ეს აშშ-სთან შემდგომი მოლაპარაკებებისთვის წინაპირობას წარმოადგენს“, - აღნიშნა ირანელმა მაღალჩინოსანმა.

ცნობისთვის, აშშ-სა და ირანს შორის 17 ივნისს გაფორმებული 60-დღიანი ურთიერთგაგების მემორანდუმის მოქმედების ვადა დღეს ამოიწურა.