CNN - აშშ-სა და ირანს შორის გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის მოქმედების ვადა ამოიწურა

CNN - აშშ-სა და ირანს შორის გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის მოქმედების ვადა ამოიწურა

აშშ-სა და ირანს შორის გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის მოქმედების ვადა ამოიწურა , - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

აშშ-სა და ირანს შორის გამართული მოლაპარაკებების რამდენიმე რაუნდის მიუხედავად, 17 ივნისს გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის 60-დღიანი მოქმედების ვადა ამოიწურა.

ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომელსაც ხელი აშშ-ისა და ირანის პრეზიდენტებმა დონალდ ტრამპმა და მასუდ ფეზეშქიანმა მოაწერეს, ომის დასრულების მიზნით საბოლოო შეთანხმების მისაღწევად 60-დღიან ვადას ითვალისწინებდა.

ამასთან, გამოცემა Al Arabiya წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ-მა და ირანმა ცეცხლის შეწყვეტის 60-დღიანი რეჟიმის გაგრძელების შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს.

გამოცემის ინფორმაციით, უცნობია, თუ რამდენ ხანს გაგრძელდება შეთანხმების მოქმედების ვადა.