მსახიობი ჰეიდენ პანტიერი 36 წლის ასაკში გარდაიცვალა

მსახიობი ჰეიდენ პანტიერი 36 წლის ასაკში გარდაიცვალა

ამერიკელი მსახიობი ჰეიდენ პანტიერი 36 წლის ასაკში გარდაიცვალა, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

„ღრმა მწუხარებით ვიზიარებთ ჩვენი საყვარელი ჰეიდენის ტრაგიკულ გარდაცვალებას. ის იყო წარმოუდგენელი სინათლე და ბუნების ძალა, რომელმაც უსაზღვრო სიყვარული და სიხარული მოუტანა ყველას, ვინც იცნობდა მას - და მილიონობით ადამიანს, ვინც მას ეკრანზე უყურებდა“, - განაცხადა მისმა მამამ, სკიპ პანეტიერმა.

მისი გარდაცვალების გარემოებები უცნობია.

ჰეიდენ პანტიერი ცნობილია ტელესერიალ „გმირებსა“ და ფილმ „ნეშვილში“ შესრულებული როლებით. ის ასევე მონაწილეობდა ფილმებში: „კივილი 4“, „მიყვარხარ, ბეთ კუპერ“ და „გახსოვდეს, ტიტანები“.