რუსული მხარის ინფორმაციით, ბელგოროდში სარაკეტო იერიშის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა

რუსული მხარის ინფორმაციით, ბელგოროდში სარაკეტო იერიშის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა

ბელგოროდის ოლქის სოფელ კოლოსკოვოზე უკრაინული რაკეტებით განხორციელებული დარტყმის შედეგად ექვსი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, - ინფორმაციას რუსული მედია გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელზე, ალექსანდრე შუვაევზე დაყრდნობით ავრცელებს.

„კიეველმა ტერორისტებმა ვალუისკის რაიონის სოფელ კოლოსკოვოს რაკეტები ესროლეს. სამწუხაროდ, უკრაინული ჭურვების შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა“, - დაწერა შუვაევმა სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, კიდევ ოთხი ადამიანი, მათ შორის 14 წლის ბავშვი, დაშავდა.