რუსებმა კრივი-რიჰს ბალისტიკური რაკეტებითა და დრონებით შეუტიეს, არის მსხვერპლი

რუსულმა ძალებმა კრივი-რიჰზე ბალისტიკური რაკეტებისა და უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით შეტევა განახორციელეს, რის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და 13 დაიჭრა, - ინფორმაციას უკრაინული მედია დნეპროპეტროვსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ალექსანდრ განჟაზე დაყრდნობით ავრცელებს.
განჟამ განაცხადა, რომ ადგილობრივი დროით, დილის 4:25 საათზე დაბომბვის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ექვსი დაიჭრა.
NASA FIRMS-ის (ხანძრისა და თერმული ანომალიების მონიტორინგის სამსახური) თანამგზავრული მონაცემების თანახმად, უკრაინის სამთო და მეტალურგიული სექტორის უდიდესი საწარმო, „არსელორ მიტალი - კრივოი როგი“ დაზიანდა.



