რუსეთის სამარის ოლქში სარაკეტო დარტყმა განხორციელდა

რუსეთის სამარის ოლქში სარაკეტო დარტყმა განხორციელდა

რუსეთის სამარის ოლქში სარაკეტო დარტყმა განხორციელდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

სამარის ოლქის გუბერნატორის, ვიაჩესლავ ფედორიშჩევის ცნობით, სარაკეტო დარტყმა სამრეწველო საწარმოზე განხორციელდა.

„მტერმა სამრეწველო ობიექტზე სარაკეტო შეტევა განახორციელა. ადგილზე საგანგებო სამსახურები იმყოფებიან. ინფორმაციას ვაზუსტებთ“, - განაცხადა ფედორიშჩევმა.

„ტელეგრამ“ არხების ინფორმაციით, სავარაუდოდ, დარტყმის სამიზნე სარაკეტო-კოსმოსური ცენტრი „პროგრესი“ იყო, რომელიც რუსეთის სარაკეტო ინდუსტრიის მნიშვნელოვანი ობიექტია.