ფოტოკორესპონდენტი ბადრი ვადაჭკორია 79 წლის ასაკში გარდაიცვალა

ფოტოკორესპონდენტი ბადრი ვადაჭკორია 79 წლის ასაკში გარდაიცვალა

ფოტოკორესპონდენტი ბადრი ვადაჭკორია 79 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი ახლობლები და მეგობრები ავრცელებენ.

1971 წლიდან მუშაობდა საქტელერადიოკომიტეტში სპეციალურ კორესპონდენტად. 1998-2002 წლებში იყო საქტელერადიოკორპორაციისა და "ახალი ქართული გაზეთის" საკუთარი კორესპონდენტი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში. 1994-1998 წლებში მოღვაწეობდა დიპლომატიურ სამსახურში(თურქეთში საქართველოს საელჩოს პირველი მდივანი). არის საერთაშორისო ფოტოკონკურსების მონაწილე და ლაურეატი, 25 ფოტოკრებულის და 6 წიგნის ავტორი. ბადრი ვადაჭკორიას პერსონალური გამოფენები მოეწყო მსოფლოს მრავალ ქალაქში: პარიზში, რომში, ხარკოვში, ვარშავაში, სეულში, ასტანაში, მეხიკოში, ათენში და სხვ.