The Times of Israel - არაბთა გაერთიანებული საამიროები ჰორმუზის სრუტეში გემებზე თავდასხმაზე ირანს ადანაშაულებს

The Times of Israel - არაბთა გაერთიანებული საამიროები ჰორმუზის სრუტეში გემებზე თავდასხმაზე ირანს ადანაშაულებს

არაბთა გაერთიანებული საამიროები ჰორმუზის სრუტეში გემებზე თავდასხმაზე ირანს ადანაშაულებს, - ამის შესახებ ინფორმაციას The Times of Israel ავრცელებს.

გაერთიანებული საამიროების ნავთობკომპანიის 2 გემზე თავდასხმა განხორციელდა, მაშინ როდესაც ისინი ჰორმუზის სრუტეში გადაადგილდებოდნენ. თავდასხმის სამიზნე აბუ-დაბის ეროვნულ ნავთობკომპანიასთან (ADNOC) დაკავშირებული 2 გემი გახდა.

გაერთიანებული საამიროების საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ ინციდენტს ‘’ირანის მტრულ თავდასხმას’’ უწოდებს. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.