არსებული ინფორმაციით, ფონიჭალაში 12 წლის ბავშვმა ავტომობილი მშობლისგან მალულად წაიყვანა და ავარიაში მოყვა, ის ადგილზევე დაიღუპა

არსებული ინფორმაციით, ფონიჭალაში 12 წლის ბავშვმა ავტომობილი მშობლისგან მალულად წაიყვანა და ავარიაში მოყვა, ის ადგილზევე დაიღუპა

ფონიჭალაში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 12 წლის მოზარდი ემსხვერპლა. Aktual.ge-ს ინფორმაციით, ბავშვმა ავტომობილი მშობლისგან მალულად წაიყვანა და ავარიაში მოყვა. ის ადგილზევე დაიღუპა.

შემთხვევა გუშინ მოხდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.