ხაშურში, ავტობანზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა

ხაშურში, ავტობანზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა

ხაშურში, ავტობანზე მიკროავტობუსისა და მსუბუქი ავტომობილის შეჯახების შედეგად ერთი პირი დაიღუპა.

როგორც „ინტერპრესნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.