რუსეთის ბაშკირეთის რესპუბლიკაში დრონებით თავდასხმის შემდეგ, „გაზპრომის“ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა

რუსეთის ბაშკირეთის რესპუბლიკაში დრონებით თავდასხმის შემდეგ, „გაზპრომის“ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა

რუსეთის ბაშკირეთის რესპუბლიკაში დრონებით თავდასხმის შემდეგ, „გაზპრომის“ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

დრონებით თავდასხმა რუსეთის ბაშკირეთის რესპუბლიკაში, უკრაინის საზღვრიდან 1400 კილომეტრში მდებარე „გაზპრომ ნეფტეხიმ სალავატის“ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე განხორციელდა.

თავდასხმა დაადასტურა ბაშკირეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელმა რადი ხაბიროვმაც.

ხაბიროვის ცნობით, ერთ-ერთი დრონის ფრაგმენტები „გაზპრომის“ ინდუსტრიულ ზონაში ჩამოვარდა და ადგილზე საგანგებო სიტუაციების სამსახურები მუშაობენ.