მოჰსენ რეზაი - ჰორმუზის სრუტე არ გაიხსნება მანამ, სანამ აშშ ომსა და ბლოკადას არ დაასრულებს

მოჰსენ რეზაი - ჰორმუზის სრუტე არ გაიხსნება მანამ, სანამ აშშ ომსა და ბლოკადას არ დაასრულებს

ირანის ეროვნული უსაფრთხოების უმაღლესი საბჭოს მდივნის, მოჰსენ რეზაის, განცხადებით, ჰორმუზის სრუტე არ გაიხსნება მანამ, სანამ აშშ ომსა და ბლოკადას არ დაასრულებს.

„ირანის გზავნილი ნათელია: ჰორმუზის სრუტე არ გაიხსნება მანამ, სანამ აშშ არ დაასრულებს ომსა და ბლოკადას, არ გაათავისუფლებს ირანის გაყინულ აქტივებს და არ დათანხმდება რეგიონის მასშტაბით ცეცხლის შეწყვეტას, მათ შორის ლიბანსა და ღაზაში“, - აღნიშნულია მოჰსენ რეზაის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში.

მისი განცხადებით, სანამ ყველა პირობა არ დაკმაყოფილდება, სრუტე დაკეტილი დარჩება.