Al Jazeera - აღმოსავლეთ ლიბიის სამხედრო დაზვერვის უფროსი ავტომობილის აფეთქების შედეგად დაიღუპა

Al Jazeera - აღმოსავლეთ ლიბიის სამხედრო დაზვერვის უფროსი ავტომობილის აფეთქების შედეგად დაიღუპა

აღმოსავლეთ ლიბიის ეროვნული არმიის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელი, გენერალ-მაიორი ფავზ ალ-მანსური ბენღაზში, საკუთარ ავტომობილში დამონტაჟებული ასაფეთქებელი მოწყობილობის ამოქმედების შედეგად დაიღუპა, - ამის შესახებ Al Jazeera წერს.

გამოცემის ცნობით, თავდასხმა ორშაბათს, გვიან ღამით, ჰავარის რაიონში, ალ-მანსურის საცხოვრებელ სახლთან მოხდა.

ცნობისთვის, ალ-მანსური ბენღაზში სამხედრო დაზვერვის დირექტორად გენერალ-მაიორის წოდებით 2024 წელს დაინიშნა.

ლიბიის ეროვნული არმია, რომელსაც სამხედრო მეთაური ხალიფა ჰაფტარი ხელმძღვანელობს, აღმოსავლეთ და სამხრეთ ლიბიის დიდ ნაწილს აკონტროლებს.