ვორონეჟში დრონებით თავდასხმა განხორციელდა, რის შედეგადაც, Wildberries-ის საწყობს ხანძარი გაუჩნდა

ვორონეჟში დრონებით თავდასხმა განხორციელდა, რის შედეგადაც, Wildberries-ის საწყობს ხანძარი გაუჩნდა

ვორონეჟში დრონებით თავდასხმა განხორციელდა, რის შედეგადაც, Wildberries-ის საწყობს ხანძარი გაუჩნდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის ვორონეჟის ოლქში, ნოვოუსმანსკის რაიონში მდებარე Wildberries-ის ლოჯისტიკურ კომპლექსში მასშტაბური ხანძარი გაჩნდა.

ადგილობრივი მოსახლეობის ცნობით, აფეთქებების ხმა მთელი ღამის განმავლობაში ისმოდა.

კომპანია Wildberries-ის პრესსამსახურმა განაცხადა, რომ ობიექტიდან თანამშრომლების ევაკუაცია განხორციელდა.

ვორონეჟის ოლქის გუბერნატორის, ალექსანდრ გუსევის თქმით, დრონებით იერიშის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა.