ვაკის კორტებთან მალხაზ ბოკუჩავას მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ მალხაზ ბაგათელიას მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყდა, ვინაიდან მას შეურაცხადობა დაუდგინდა

ვაკის კორტებთან მალხაზ ბოკუჩავას მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ მალხაზ ბაგათელიას მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყდა, ვინაიდან მას შეურაცხადობა დაუდგინდა

ვაკის კორტებთან მალხაზ ბოკუჩავას მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ მალხაზ ბაგათელიას მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყდა, ვინაიდან მას ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად შეურაცხადობა დაუდგინდა.

მოსამართლე თამარ მჭედლიშვილის გადაწყვეტილებით, ბაგათელიას ხონის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში 4 წლით იძულებითი მკურნალობა დაენიშნა.

ცნობისთვის, მალხაზ ბოკუჩავა 31 დეკემბერს, ვაკის კორტების მიმდებარედ ჩაცხრილეს. მომხდარი მკვლელობის საქმეზე მალხაზ ბაგათელია დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა), 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება) და 260-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა) წარედგინა.