რუსული მხარის ინფორმაციით, ნიჟნეკამსკზე უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდასხმის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა და 39 დაშავდა

რუსული მხარის ინფორმაციით, ნიჟნეკამსკზე უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდასხმის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა და 39 დაშავდა

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ნიჟნეკამსკში სამრეწველო და სამოქალაქო ობიექტებზე იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 12 ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ თათრეთის მეთაურის, რუსტამ მინიხანოვის პრესსამსახურმა განაცხადა.

„ამჟამად არსებული ინფორმაციით, ნიჟნეკამსკზე მტრის დრონებით თავდასხმის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა და 39 დაშავდა“, - ნათქვამია განცხადებაში.

თათრეთში გლოვის დღეა გამოცხადებული.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, საჰაერო თავდაცვის საშუალებებმა ღამით რუსეთის რეგიონების, მათ შორის თათრეთის თავზე, უკრაინის შეიარაღებული ძალების 456 დრონი გაანადგურეს.