რუსულმა ძალებმა სუმს და ოდესას დაარტყეს - დაშავდა 28 ადამიანი

რუსულმა ძალებმა სუმს და ოდესას დაარტყეს - დაშავდა 28 ადამიანი

რუსულმა ძალებმა წუხელ, სუმის სამოქალაქო ინფრასტრუქტურას მართვადი ბომბებით დაარტყეს, რის შედეგადაც სულ მცირე 14 ადამიანი დაშავდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე ხუთი დარტყმა დაფიქსირდა.

ამასთან, რუსებმა წუხელ ოდესის ოლქსაც დაარტყეს, რის შედეგადაც 14 ადამიანი დაშავდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა.