დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების სია გააფართოვა

დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების სია გააფართოვა

დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების სია გააფართოვა, - ამის შესახებ ინფორმაციას დიდი ბრიტანეთის მთავრობა ავრცელებს.

დიდი ბრიტანეთის მთავრობამ რუსეთის წინააღმდეგ 19 ახალი სანქცია დააწესა, რომელთა სამიზნე რუსული გემები, ბანკები და სამრეწველო კომპანიებია.

სანქციების სიაში 7 რუსული ბანკი, მათ შორის „ოზონ ბანკი“ მოხვდა.

ასევე, სანქციები გავრცელდა 6 რუსულ გემსა და ერთ ფიზიკურ პირზე.

დიდი ბრიტანეთის სანქციები დასანქცირებული სუბიექტებისთვის აქტივების გაყინვასა და ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლის აკრძალვას ითვალისწინებს.