მდინარე ხობისწყალში დინებამ დედა-შვილი გაიტაცა - ბავშვის ცხედარი იპოვეს, დედის სამძებრო-სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს

მდინარე ხობისწყალში დინებამ დედა-შვილი გაიტაცა - ბავშვის ცხედარი იპოვეს,  დედის სამძებრო-სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს

ხობში, მდინარე ხობისწყალში დინებამ დედა-შვილი გაიტაცა. ბავშვის ცხედარი ადგილობრივმა იპოვა და მდინარიდან ამოასვენა. დედის სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული არიან პოლიციის, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები.