The Washington Post წერს, რომ რაკეტების დეფიციტის გამო დონალდ ტრამპსა და პიტ ჰეგსეთს შორის კონფლიქტი მოხდა, თეთრი სახლის პრესსპიკერმა კი აღნიშნულ ინფორმაციას „100%-ით ფეიკ ნიუსი“ უწოდა

The Washington Post წერს, რომ რაკეტების დეფიციტის გამო დონალდ ტრამპსა და პიტ ჰეგსეთს შორის კონფლიქტი მოხდა, თეთრი სახლის პრესსპიკერმა კი აღნიშნულ ინფორმაციას „100%-ით ფეიკ ნიუსი“ უწოდა

რაკეტების დეფიციტის გამო დონალდ ტრამპსა და პიტ ჰეგსეთს შორის კონფლიქტი მოხდა, - ინფორმაციას The Washington Post-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გასულ კვირას, კემპ-დევიდში მთავრობის კაბინეტის შეხვედრაზე აშშ-ის თავდაცვის მდივან პიტ ჰეგეთს ირანთან ომის ფონზე რაკეტების დეფიციტის გამო ახსნა-განმარტება მოსთხოვა.

წყაროების თქმით, ტრამპი თვლის, რომ რაკეტების მარაგების შესახებ შეცდომაში შეიყვანეს, რაც ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო ვარიანტების გამოყენებას საფრთხეს უქმნის.

ერთ-ერთი წყაროს ცნობით, სწორედ შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების დეფიციტი გახდა ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რის გამოც დონალდ ტრამპმა გასულ შაბათ-კვირას ირანის წინააღმდეგ მასშტაბურ იერიშებზე უარი თქვა.

თეთრი სახლის პრესსპიკერმა, კეროლაინ ლევიტმა Washington Post-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუე უწოდა.

„ეს 100%-ით „ფეიკ ნიუსია“. მსგავსი რამ არასდროს მომხდარა. პრეზიდენტ ტრამპს მდივანი ჰეგსეთის მიმართ უდიდესი ნდობა აქვს“, - განაცხადა ლევიტმა.