05.08.2026 / 21:24

ანონსი 6 აგვისტო

ანონსი  6 აგვისტო

6 აგვისტოს, 12:00 საათზე, საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციაში, ორგანიზაცია „არგენტინის სახლი საქართველოში“ თბილისის საპატიო მოქალაქეებთან, საზოგადოებისათვის ცნობილ პირებთან და მასმედიის წარმომადგენლებთან შეხვედრას გამართავს.

თემა: „ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის მსოფლიოს ხალხთა მშვიდობის, მეგობრობის, მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავების, ოლიმპიურ და მსოფლიო ჩემპიონთა, მეცნიერებისა და ხელოვნების მოღვაწეთა საერთაშორისო ხეივნის" დაფუძნების სტრატეგიული პროექტის წარდგენა და პრესკონფერენცია.

საკონტაქტო: ნიკოლოზ პატარქალიშვილი 555 90 32 48

6 აგვისტოს, 13:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე ბრალდებული ოპოზიციონერის, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას საქმეზე სხდომა გაიმართება.

6 აგვისტოს, 16:00 საათზე, კომპანია „სფერო ინვესტის“ დამფუძნებლის გივი წილეისკირისა და იურისტის სოფო პეტრიაშვილის დასკვნითი სასამართლო სხდომა გაიმართება.

მის: დავით აღმაშენებლის ხეივანი #64

საკონტაქტო: აკაკი ლუკავა 598 997 200