ბათუმში მსუბუქი ავტომობილისა და მოტოციკლის შეჯახების შედეგად ორი ადამიანი დაშავდა

ბათუმში მსუბუქი ავტომობილისა და მოტოციკლის შეჯახების შედეგად ორი ადამიანი დაშავდა

ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა, ისინი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.

შემთხვევა რუსთაველისა და ვაჟა ფშაველას ქუჩაზე მოხდა, ადგილობრივების ინფორმაციით, ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და მოტოციკლი შეეჯახა.

როგორც “ინტერპრესნიუსს” საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს.