პიტ ჰეგსეთი უარყოფს ცნობებს, რომ აშშ-ს რაკეტების მარაგი ეწურება

პიტ ჰეგსეთი უარყოფს ცნობებს, რომ აშშ-ს რაკეტების მარაგი ეწურება

აშშ-ის თავდაცვის მდივანი პიტ ჰეგსეთი CNN-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის თანახმად, აშშ-მა ირანის წინააღმდეგ THAAD-ის საჰაერო თავდაცვის სისტემის რაკეტების მარაგის დაახლოებით 80% გამოიყენეს.

„ეს სიმართლეს არ შეესაბამება. CNN, უნდა გრცხვენოდეთ“, - დაწერა ჰეგსეთმა X-ზე.

ცნობისთვის, გასულ კვირას პენტაგონმა კომპანია Lockheed Martin-თან Patriot-ის სისტემის რაკეტების წარმოებისთვის 58.6 მილიარდი დოლარის ღირებულების კონტრაქტი გააფორმა.