რუსებმა კიევს ბალისტიკური რაკეტებით შეუტიეს, დაიღუპა14 ადამიანი

რუსებმა კიევს ბალისტიკური რაკეტებით შეუტიეს, დაიღუპა14 ადამიანი

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა კიევზე ბალისტიკური რაკეტებითა და დრონებით თავდასხმა განახორციელეს, რამაც ქალაქში მასშტაბური ხანძარი გამოიწვია, - ინფორმაციას უკრაინული მედია კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, 14 ადამიანი დაიღუპა და 22 დაშავდა. კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ თავდასხმის შედეგად ობოლონსკის, დესნიანსკის და სვიატოშინსკის რაიონებში საწყობები იწვის.

„ხანძარი საწყობებში დიდ ფართობზე გაჩნდა. გოლოსიევსკის რაიონში ნანგრევების ქვეშ მყოფი ადამიანების ძებნა გრძელდება“, - აცხადებენ საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციაში.

ამასთან, გოლოსიევსკის რაიონში სამუშაოები ასევე გრძელდება ამიაკის გაჟონვის ადგილზე. წინასწარი მონაცემებით, თავდასხმის შედეგად დაზიანდა დაახლოებით 300 ლიტრი ნივთიერების შემცველი ავზი. მოსახლეობისთვის საფრთხე არ არსებობს.