04.08.2026 / 20:39

5 აგვისტოს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა გაიმართება

5 აგვისტოს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა გაიმართება

5 აგვისტოს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მორიგი ყრილობა გაიმართება.

„საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე გაცნობებთ, რომ 5 აგვისტოს, 15:00 საათზე, სასტუმრო „Hotels & Preference Hualing Tbilisi“ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მორიგი“- XIII ყრილობა გაიმართება“,- ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამასთან, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ბარამიძემ მედიასთან განაცხადა, ყრილობაზე მნიშვნელოვანი რეფორმების შესახებ მიიღება გადაწყვეტილებები.

„ყრილობაზე აღარც პარტიის თავმჯდომარეს ავირჩევთ ისეთი ფორმით, როგორც ახლაა და აღარც გენერალურ მდივანს, ასევე, შემოგვაქვს მეორე სიახლე - პარტიის წევრები გადაიხდიან საწევროს და დაეხმარებიან პარტიას“, - განაცხადა ბარამიძემ.