04.08.2026 / 18:31

ანონსი 5 აგვისტო

ანონსი  5 აგვისტო

5 აგვისტოს, 11:00 საათზე, სასტუმროში „Hotels & Preference Hualing Tbilisi” „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ლაშა ფარულავა მედიასთან კითხვა-პასუხის ფორმატში, მიმდინარე თემებს უპასუხებს.

მის: ვაზისუბანი, ვიქტორ კუპრაძის #72 სასტუმრო „Hotels & Preference Hualing Tbilisi"

საკონტაქტო: მაკუნა ჟვანია 599 43 43 08. ანუკა გაბელია 551 633 644

5 აგვისტოს, 11:00 საათზე, „ძლიერი საქართველო - ლელოს“ აღმასრულებელი მდივნის, თაზო დათუნაშვილის ბრიფინგი გაიმართება.

თემა: „ძლიერი საქართველო - ლელო” მოითხოვს, რომ საფოსტო გზავნილების განბაჟების 300 ლარიანი ზღვარი 900 ლარამდე გაიზარდოს.

მის: ცენტრალური ოფისი

5 აგვისტოს, 12:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ირაკლი ჩიხლაძის სასამართლო პროცესი გაიმართება.

5 აგვისტოს, 12:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე ბრალდებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, „ძლიერი საქართველო - ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ალეკო ელისაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება.

5 აგვისტოს, 14:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში სუს-ის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება.

5 აგვისტოს, 15:00 საათზე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მორიგი, XIII ყრილობა გაიმართება.

მის: ვაზისუბანი, ჯ. ლეჟავას ქუჩა 22 (სასტუმრო „Hotels & Preference Hualing Tbilisi“)