დონალდ ტრამპი - ირანისთვის ბოლო შანსია, რომ კარგ დოკუმენტს მოაწერონ ხელი

დონალდ ტრამპი - ირანისთვის ბოლო შანსია, რომ კარგ დოკუმენტს მოაწერონ ხელი

ეს ირანისთვის ბოლო შანსია, რომ კარგი დოკუმენტი გააფორმონ, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა.

ტრამპის თქმით, აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებები „ახლა მიმდინარეობს“.

„ეს მათთვის ბოლო შანსია, რომ ხელი კარგ დოკუმენტს მოაწერონ. მოლაპარაკებები სწრაფად წარიმართება, ასე თუ ისე“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ჰორმუზის სრუტე შესაძლოა „ხვალვე“ გაიხსნას.

„პირველი ფაზა სრუტეების გახსნაა. მეორე ფაზა დენუკლეარიზაცია იქნება. ამას ოდნავ მეტი დრო დასჭირდება“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.