პოლონურმა გამანადგურებლებმა ბალტიის ზღვის თავზე რუსულ სადაზვერვო თვითმფრინავს გზა გადაუჭრეს

პოლონურმა გამანადგურებლებმა ბალტიის ზღვის თავზე რუსულ სადაზვერვო თვითმფრინავს გზა გადაუჭრეს

პოლონურმა გამანადგურებლებმა ბალტიის ზღვის თავზე რუსულ სადაზვერვო თვითმფრინავს გზა გადაუჭრეს, - ინფორმაციას პოლონეთის თავდაცვის მინისტრი ვლადისლავ კოსინიაკ-კამიში ავრცელებს.

პოლონეთის თავდაცვის მინისტრის ცნობით, ინციდენტი ბალტიის ზღვის სანაპიროზე მდებარე ქალაქ ლებადან ჩრდილო-დასავლეთით, დაახლოებით 60 კილომეტრში მოხდა.

ორმა პოლონურმა გამანადგურებელმა ბალტიის ზღვის თავზე გზა რუსულ სადაზვერვო თვითმფრინავ „ილ-20“-ს გადაუჭრა.

ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშმა აღნიშნა, რომ რუსული თვითმფრინავი საერთაშორისო წყლების თავზე გამორთული ტრანსპონდერით დაფრინავდა.